მობი დიკი - ამერიკელი მწერლის, ჰერმან მელვილის ფილოსოფიური, სათავგადასავლო ჟარნის რომანია, ნაწარმოები პირველად 1851 წლის ოქტომბერში დიდ ბრიტანეთში 3 ნაწილად გამოიცა , სახელწოდებით "ვეშაპი" , იმავე წლის ნოემბერში კი ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი საბოლოო სახელწოდებით "მობი დიკი" .
რომანში თხრობაა მიმდინარეობს ამერიკელი მეზღვაურის ისმაილის მიერ, რომელიც ვეშაპჭერი გემის წევრია , რომლის კაპიტანიც , სახელად აჰაბი , არის შეპყრობილი შურისძიების სურვილით გიგანტურ თეთრ ვეშაპზე, ცნობილზე როგორც მობი დიკი. კაპიტანი არაფერს იშურებს რათა თეთრი ურჩხული ჩაიგდოს ხელთ , ეკიპაჟის წევრებს გამუდმებით ყურადღებისკენ მოუწოდებს , და მას ვინც პირველი შენიშნავს თეთრ ვეშამპმჭერთა მკვლელს, პირდება უამრავ ოქროს მონეტასსაბოლოოდ აჰაბის და თეთრი გიგანტის გზები გადაიკვეთება, თუმცა მისი დამარცხების გზაზე , კაპიტანსა და გემის ეკიპაჟის წევრებს , მრავალი სირთულის გადალახვა მოუწევთ სამდღიანი დევნის დამღლელი დევნის დროს.რომანი დიდწილად ბიბლიურ პასაჟებსა და შექსპირის ფილოსოფიას ეყრდნობა. სიუჟეტი კი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე, რომელიც მოხდა ამერიკულ ვეშაპმჭერ გემზე , სახელად ესექსზე. 238 ტონიანი გემი , რომელიც მასაჩუსეტსის შტატიდან 1819 წელს დაიძრა , თითქმის წელიწადნახევარი დაყო წყნარ ოკეანეში ვეშაპებზე სანადიროდ. 1820 წელს გემი გიგანტურ ვეშაპთან შეჯახებამ იმსხვერპლა , რომლის სიგრძეც ეკიპაჟის ერთ-ერთი გადარჩენილი წევრის დღიურის ჩანაწერების მიხედვით 20 მეტრამდე იყო. სწორედ ამ ისტორიიდან გამომდინარე მელვილმა გადაწყვიტა საკუთარი გამოცდილებით დაეწერა ნაწარმოები. 1840 წელს თავად გაატარა წელიწადნახევარი ვეშაპმჭერზე , რის შემდეგაც მისი ნაცნობი მეზღვაურები იქცნენ მისი წიგნის პერსონაჟებად.წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2021 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.