სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება - Palitra News

სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება

2024-11-07 09:36:53+04:00

სააპელაციო სასამართლოში, საპარლამენტო არჩევნებისას ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გრძელდება.

როგორც საია-ს ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს, ჯერ სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადასულა.

„ისევ გრძელდება სასამართლო პროცესი. ჯერ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე არ გადავსულვართ“, - წერს ქურდოვანიძე.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში ხმების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული სარჩელების განხილვა გუშინ დაიწყო.