1. ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3-4 დეკემბერს გაიმართება. ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე გაუძღვება. მინისტერიალი ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართება.