გერმანიაში მმართველი ე.წ. "შუქნიშნის კოალიცია" დაიშალა. გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი მთავრობის ნდობის საკითხს ბუნდესტაგში კენჭისყრაზე 15 იანვარს დააყენებს, რათა მარტში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს. შოლცის თქმით, ის ეთანხმება ვიცე-კანცლერს რობერტ ჰაბეკს, რომ გერმანიას სჭირდება სსამომავლო პოლიტიკის მიმართულებასთან დაკავშირებით სიცხადე სჭირდება. მანამდე შოლცმა თანამდებობიდან გადააყენა ფინანსთა მინისტრი, კრისტიან ლინდნერი. გერმანიის კანცლერის მტკიცებით, ლინდნერმა მის ნდობას უღალატა და პარტიის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა. თავად ლინდნერმა შოლცი კოალიციის დაშლაში დაადანაშაულა. კოალიციის პარტნიორები დიდი ხანია, რაც ეკონომიკური, ფინანსური და სოციალური პოლიტიკის საკითხებში ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან, რის გამოც გერმანიის 2025 წლის ბიუჯეტზე ვერ შეთანხმდნენ.