ევროპელი ლიდერების მორიგი კრიტიკული გზავნილები და ამჯერად უკვე დასახელებული მოთხოვნები საქართველოს მისამართით. ევროპის ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლის” გამო მწუხარებას გამოთქვამენ. ერთობლივი განცხადების, ხელმომწერები საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ რამდენიმე მოთხოვნას ასახელებენ, მათ შორის, საარჩევნო მანიპულაციების შესახებ ყველა ბრალდების გამჭვირვალედ გამოძიებას და ადამიანის უფლებების შემლახავი კანონების გაწვევას. თავის მხრივ, ევროპელი პოლიტიკური აქტორები ევროკავშირს მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილის, როგორც სარჩევნო დარღვევებზე პასუხისმგებელი პირის, დასანქცირებასა და საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვას.