ჩატარებული არჩევნების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველ საერთაშორისო ვიზიტს უნგრეთში იწყებს. ირაკლი კობახიძე დღეს ბუდაბეშტში ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სხდომაშიც, რომელსაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები და კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნები ესწრებიან. ქართული სახელისუფლებო გუნდისთვის პრემიერის უნგრეთში ვიზიტი და მსგავს პლატფორმაზე დასწრება ევროკავშირის ქვეყნებთან მეტად დაახლოვების შესაძლებლობაა. ოპოზიციისთვის კი ქართუკი ოცნების ვიქტორ ორბანის პარტიის პრორუსულ პოლიტიკასთან თანხვედრის მტკიცებულება.