ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება, გუშინ გვიან ღამით გამოცხადდა. კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა, კომისიის წევრების პასუხისმგებლობა და საქალაქო და რაიონული სასაამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" და კოალიცია "ჩემი ხმის" სულ 20 სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში ერთ საქმედ განიხილეს. საარჩევნო დავები ერთად საქმედ გაერთიანდა თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც.