ვოლოდიმირ ზელენსკი - შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ თანამშრომლობა - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან - შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ თანამშრომლობა

2024-11-07 08:01:24+04:00

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

„შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მას ისტორიული გამარჯვება მივულოცე. ეს შედეგი შესაძლებელი გახადა მისმა უზარმაზარმა კამპანიამ. ვაფასებ მის ოჯახს და გუნდს დიდი შრომისთვის“, - წერს ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

მისი თქმით, დონალდ ტრამპთან დიალოგის შენარჩუნებასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდა.

„შევთანხმდით, შევინარჩუნოთ მჭიდრო დიალოგი და განვავითაროთ ჩვენი თანამშრომლობა. შეერთებული შტატების ძლიერი და ურყევი ხელმძღვანელობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის“, - წერს ზელენსკი.