CNN - კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა - Palitra News

CNN - კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და გამარჯვება მიულოცა

2024-11-06 23:11:19+04:00

ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპს დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ჰარისის ერთ-ერთ უფროს მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.

“[ჰარისმა] პრეზიდენტად არჩეულ ტრამპს დაურეკა, რათა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიელოცა. მან განიხილა ძალაუფლების მშვიდობიანად გადაბარების მნიშვნელობა, ყველა ამერიკელისთვის პრეზიდენტად ყოფნა”, - განაცხადა წყარომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მოგვიანებით კამალა ჰარისი სიტყვით გამოვა ჰოვარდის უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა.