„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, რურუამ სუს-ში მისვლაზე უარი განაცხადა. მან ჩვენება სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცა.