თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" სამი სააპელაციო საჩივრიდან არცერთი დააკმაყოფილა. სასამართლომ საარჩევნო დავები ერთ საქმედ განიხილა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდა, რაზეც მოსამართლეთა კოლეგიამ 5 ნოემბერს იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი ამ დრომდე არაა.