ოპოზიციური კოალიციების ლიდერები, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეხვდნენ. მათ ოპოზიციის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს და ასევე განვლილი საპარლამენტო არჩევნები განიხილეს, რომელიც, მათი შეფასებით, გაყალბდა. გარდა ამისა, კოლაციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტთან მსგავსი ტიპის კონსულტაციები მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ დღეს სააპელაციო სასამართლოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა.