ბოლო ერთ თვეში გერმანიის ბუნდესტაგი საქართველოს საკითხს მეორედ განიხილავს. ამჯერად,გერმანელი ლიდერებისგან შეფასებებს საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე მოვისმენთ. დღეს გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის პარლამენტარების წინაშე საკითხზე ანგარიშს წარადგენს. განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველი საკითხია. როგორი მოლოდინი აქვს ქართველ პოლიტიკურ აქტორებს?