თბილისის  სააპელაციო სასამართლოში არასამთავრებო ორგანიზაციების საარჩევნო სარჩელების განხილვა დაიწყო - როგორ მიმდინაროებს პროცესი - Palitra News

თბილისის  სააპელაციო სასამართლოში არასამთავრებო ორგანიზაციების საარჩევნო სარჩელების განხილვა დაიწყო - როგორ მიმდინაროებს პროცესი

2024-11-06 15:28:25+04:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოში არასამთავრებო ორგანიზაციების საარჩევნო სარჩელების განხილვა დაიწყო. მმართლმსაჯულების ორგანო ყველა საარჩევნო დავას ერთ საქმედ განიხლავს. ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც, სადაც სხდომა 16 საათზეა ჩანიშნული. საარჩევნო დავების შესახებ პროცესები გუშინ უნდა დაწყებულიყო, საქმეები მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობას უნდა განეხილა, თუმცა სხდომების დაწყებამდე საქმეების განხილვის განრიგი და პრინციპი შეიცვალა.