თბილისის სააპელაციო სასამართლოს გარდა დღეს ყურადღების ცენტრშია თბილისის საქალაქო სასამართლოც, სადაც არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დაბარებული პირების გამოკითხვა მიმდინარეობს. მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე უკვე დაკითხეს სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია... „პროკურატურა იძიებს არა არჩევნების გაყალბების საქმეს, არამედ იძიებს ცესკოს თხოვნით, არჩევნების არგაყალბების საქმეს“ - ეს იყოს თოლორაიას პირველი კომენტარი მას შემდეგ რაც მაგისტრატ მოსამართლესთან მისი გამოკითხვა დასრულდა. გამოძიების მიმართ ნდობა არც გამოკითხვაზე დაბარებულ ნათია მეზვრიშვილს აქვს, რომელმაც სასამართლოში არჩევნების გაყალბების კონკრეტული მტკიცებულებები მიიტანა. რა ეტაპზეა დაბარებული პირების დაკითხვის პროცესი.