თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გრძელდება - როგორ ვითარდება მოვლენები დემონტრაციის ადგილას? - Palitra News

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გრძელდება - როგორ ვითარდება მოვლენები დემონტრაციის ადგილას?

2024-11-06 15:16:44+04:00

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გრძელდება. შეკრებილები ჩატარებული არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებასა და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. ოპოზიცია მიზნის მიღწევამდე გაჩერებას არ აპირებს. აქციის ადგილას მობილიზებულია პოლიციაც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, სამართალდამცველებმა კოალიციის წარმომადგენლებს არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ სასამართლოს სხდომათა დარბაზში,სადაც საარჩევნო დავების განხილვა მიმდინარეობს. მათი თქმით, „საქართველოს ხელისუფლება მორიგ ჯერზე, უკანონო ბრძანებებს გასცემს.