ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მე ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ. ჩვენ ომები არ გვქონია, ოთხი წლის განმავლობაში ომები არ გვქონია. გარდა იმისა, როცა ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპს გამარჯვება თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ დონალდ ტრამპი ომებს დაასრულებს.
„იმედი მაქვს, რომ თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები გაძლიერდება, რომ რეგიონული და გლობალური კრიზისები და ომები, განსაკუთრებით პალესტინის საკითხი და რუსეთ-უკრაინის ომი, დასრულდება“, - წერს რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში.