საქართველოში ჩატარებული 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე შეფასებებს, ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ამჯერად გერმანიის ბუნდესტაგიდანაც მოვისმენთ. დღეს გერმანიის ფედერალური მთავრობა გერმანიის პარლამენტარების წინაშე საკითხზე ანგარიშს წარადგენს. განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველი საკითხია. როგორი მოლოდინი აქვს ქართველ პოლიტიკურ აქტორებს?