ზურაბ ჯაფარიძე, ნათია მეზვრიშვილი და ლონდა თოლორაია - ეს იმ ადამიანების ჩამონათვალია, რომლებიც პროკურატურაში არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. დაბარებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა და არასამთავრებო ორგანიზაციის წარმომადგენელმა მთავარ საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებაზე უარი თქვეს, თუმცა მზაობა გამოთქვეს მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხონ. როგორც ცნობილია თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მივიდნენ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი.