ოპოზიციური ძალები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ. ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნო დავების განხილვების პარალელურად, ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას აპროტესტებენ. მოთხოვნა უცვლელია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და დარღვევების საერთაშორისო გამოძიება. სამი კოალიციური ძალის - ძლიერი საქართველოს, ცვლილებისთვის და ერთობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით, აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულ და უწყევტ ხასიათს მიიღებს.