იერუსალიმში, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს სახლთან ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის გათავისუფლების გამო, ნეთანიაჰუს გადადგომას ითხოვდნენ. დემონსტრანტები პრემიერ-მინისტრის სახლთან მიახლოებას ცდილობდნენ, რა დროსაც, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო წყლის ჭავლის მანქანებიც. აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თელ ავივში, ჰაიფაში, ნეთანიასა და ბერშებაში გაიმართა.