აშშ ქვეყნის ახალ პრეზიდენტს ირჩევს. „სიენენის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დონალდ ტრამპი 13 შტატში, ხოლო კამალა ჰარისი ექვს შტატსა და კოლუმბიის ოლქში იმარჯვებს. მონაცემებზე დაყრდნობით, ტრამპს საარჩევნო კოლეგიის 211, ხოლო ჰარისს 153 ხმა აქვს. გამარჯვებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატმა საარჩევნო კოლეგიის 270 ხმა უნდა მიიღონ. როგორც „სიენენი“ წერს, ამ ეტაპზე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა და ტრადიციულად, დემოკრატიულ და რესპუბლიკურ შტატებში ამომრჩევლების არჩევანი არ შეცვლილა. ერთადერთი გამონაკლისი ვირჯინიაა, სადაც ხმების ნახევარზე მეტი დათვლილია და მცირე უპირატესობით ტრამპი ლიდერობს. 2020 წელს ვირჯინიაში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.