თბილისში, ნაძალადევის რაიონში, სპორტული კომპლექსის შენობაში ხანძარი იყო. ცეცხლი შენობის მეორე, მესამე სართულსა და სახურავზე გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია მეხანძრე-მაშველებმა დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ნაძალადევის გამგებლის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ზარალის ოდენობა უახლოეს დღეებში დადგინდება.