26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციური ძალები მხარდამჭერებთან ერთად დღეს 11 საათზე კვლავ სააპელაციო სასამართლოსთან შეიკრიბებიან. ხელისუფლების ოპონენტები საარჩევნო დავების განხილვების პარალელურად, ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას გააპროტესტებენ. მოთხოვნა უცვლელია ხელახალი არჩევნების დანიშვნა და დარღვევების საერთაშორისო გამოძიება. სამი კოალიციური ძალის - ძლიერი საქართველოს, ცვლილებისთვის და ერთობა ნაციონალური მოძრაობის ლიდერების განცხადებით, აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პერმანენტულ და უწყევტ ხასიათს მიიღებს.