რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა უკრაინის დონეცკის ოლქის კრამატორსკის რაიონში მდებარე სტეპანოვკას დასახლება დაიკავეს, - აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია პროექტ DeepState-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ანალიტიკოსების განცხადებით, საოკუპაციო ძალები ასევე წინ მიიწევენ კურახოვოს, კოლესნიკოვკას, ბოგოიავლენკასა და კრემენნაია ბალკას მახლობლად. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს. ამასთან, გენშტაბის ანგარიშის თანახმად, გასული დღის განმავლობაში ფრონტზე 226 საბრძოლო შეტაკება მოხდა. გამოცემა Forbes-ი კი წერს, რომ ფრონტის ხაზზე კრიტიკულ ბრძოლებში უკრაინის არმია სამხედრო ტექნიკის ნაკლებობას განიცდის. უკრაინის შეიარაღებაში არსებული ტექნიკის საუკეთესო ერთეულები კიევმა რუსეთის კურსკის ოლქში გადაიყვანა.