დღეს, აშშ 47-ე პრეზიდენტს აირჩევს. დემოკრატიული პარტიის კანდიდატი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, 60 წლის კამალა ჰარისია. რესპუბლიკური პარტიიდან კენჭს იყრის აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, 78 წლის დონალდ ტრამპი. არჩევნების ძირითად დღემდე, კენჭისყრაში წინასწარ მონაწილეობის უფლებით 25 მილიონზე მეტმა ამერიკელმა უკვე ისარგებლა. მათმა ნაწილმა ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა, ნაწილმა კი ხმა წინასწარი კენჭისყრის უბნებზე მისცა. ამერიკული საარჩევნო სისტემით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულს საბოლოოდ გამოავლენს შტატების მიხედვით დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგია. კანდიდატებს გამარჯვებისთვის კოლეგიისგან სჭირდებათ 538-დან სულ მცირე 270 ხმა.