საპარლამენტო არჩევნები და დეზინფორმაციის კამპანია - ამ თემას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მორიგი ვრცელი ბრიფინგი მიუძღვნა. პაპუაშვილის განცხადებით, წინა ბრიფინგზე, საქართველოს რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიების გამოსახვის ნაწილში, ყალბი ინფორმაცია ძირითადი თემისგან ყურადღების გადატანის მიზნით გავრცელდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე განმარტავს, ცრუ ნარატივებში ეს საკითხი ერთადერთი არ ყოფილა. მისი განცხადებით, არჩვნებისადმი ნდობისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ოპოზიცია დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს. „ქართული ოცნების“ ლიდერის განცხადებით, საჩივრების სიმცირე მოწმობს, რომ კენჭისყრის დღეს, რეალურად ის დარღვევები არ ფიქსირდებოდა, რაზეც ოპოზიცია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საუბრობდა. ხელისუფლების ოპონენტები კი ყალბი ინფორმაციების გავრცელებაში თავად შალვა პაპუაშვილს ადანაშაულებენ. ოპოზიცია კვლავ ბოიკოტის რეჟიმში რჩება და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.