მიიღებს თუ არა დამატებით ზომებს ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ? აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ამ დრომდე გრძელდება. მეთიუ მილერი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების გადახედვის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს. ქართულ ოპოზიციას სტრატეგიული პარტნიორის კრიტიკა არ უკვირს - ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ურთიერთობის გადატვირთვის იმედი არ აქვთ.