საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოკითხვაზე დაბარება დაიწყო. მათ შორის არიან „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ზურა ჯაფარიძე და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე. ორივე მათგანი გამოკითხვაზე მისვლას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანხლებით გეგმავს. მამუკა ხაზარაძე და ზურაბ ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას კი არ აპირებენ.