ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკოს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩანიშვნასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ - Palitra News

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკოს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩანიშვნასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

2024-11-05 20:35:40+04:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკოს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩანიშვნასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ამის მიზეზად ისინი არჩევნებზე ხმის მიცემის დროს ფარულობის პრინციპის დარღვევას ასახელებენ. ცესკოს ოპოზიციონერმა წევრებმა განაცხადეს, რომ მომზადებული აქვთ მტკიცებულებები, რომელსაც საერთაშრისო პარტნიორებს მიაწვდიან. ამის საპასუხოდ, განცხადება ცესკო-მაც გაავრცელა. უწყების პრესპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად არ და ვერ იმოქმედებს.