ოპოზიციური კოალიციების ორგანიზებით თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან, არჩევნების ხელახლა ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. კოალიციების ლიდერების და აქციაზე შეკრებილი მოქალაქეების გადაწყვეტილებუთ, პროტესტს მსვლელობის სახე მიეცა და აქციაზე შეკრებილმა მოქალქეებმა წერეთლის გამზირი გადაკეტეს და მსვლელობით სააკაძის მოდნისკენ დაიძრნენ. უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც ხელისუფლების ოპონენტები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ