საპროტესტო მსვლელობა სპორტის სასახლესთან დასრულდა.
აქციის დასრულებისას პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა მოქალაქეებს 6 ნოემბერს ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდეს და ხვალ, 11:00 საათზე კვლავ სააპელაციო სასამართლოსთან შეკრება შესთავაზეს. უკვე აღდგა სამანქანო მოძრაობა მერაბ კოსტავას ქუჩაზეც.
მსვლელობის მონაწილეებს ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ჰქონდათ და შემხვედრ მოქალაქეებს მსვლელობაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ.
წესრიგის უზრუნველსაყოფად მსვლელობის მონაწილეებს საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟიც მიჰყვებოდა.