ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალ მაგისტრანტ მოსამართლეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს - Palitra News

ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხვალ მაგისტრანტ მოსამართლეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს

2024-11-05 19:07:27+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 6 ნოემბერს, 12:00 საათზე, მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება. ამის შესახებ ნათია მეზვრიშვილი FACEBOOK-ზე წერს.

მისივე განცხადებით, მაგისტრანტ მოსამართლეს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს წარუდგენს.

„ხვალ, 12:00 საათზე ვიქნები მაგისტრანტ მოსამართლესთან, თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით. პირველი, რაზეც პროკურატურას მოუწევს პასუხის გაცემა, არის - რატომ არ რეაგირებდა თვეების განმავლობაში ჩვენს ოფიციალურ განცხადებებზე დანაშაულებთან დაკავშირებით და რატომ ეხმარებიან ცესკოს მტკიცებულებების შესაძლო განადგურებაში. დანარჩენი ხვალ”, - წერს ნათია მეზვრიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე მზაობა გამოთქვეს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემაც.