ამომრჩეველთა რაოდენობა, დუბლირებული სიები, ფარულობის დარღვევა და ხმებით მანიპულაცია - ეს იმ საკითხების ჩამონათვალია, რომელზედაც დღეს სპეციალურ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა. პაპუაშვილის განცხადებით, წინა ბრიფინგზე, საქართველოს რუკაზე, ოკუპირებული ტერიტორიების აღნიშვნის საკითხზე, მედიაში ყალბი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიზანი, რეალური საკითხიდან ყურადღების გადატანა იყო.