1. არჩევნებზე გამოყენებული შეუსაბამო მარკერები, უხარისხო ბიულეტენები და ხარვეზები პირადი ნომრების შეყვანის დროს - ამ და სხვა საკითხებზე ერთობა - ნაციონალური მოძრაობა განმარტებებს ითხოვს. სპეციალურ ბრიგინგზე კოალიციის წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა, რომ პრო ვიუ ენდ ვიუს აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით, რომელსაც ცესკო ეყრდნობა, ბევრი უპასუხო კითხვები დაგროვდა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მტკიცებით, ქართულმა ოცნებამ, ქართველ ხალხს მოპარა თავისუფალი ნება და არჩევნების სამართლიანად ჩატარების უფლება.