მიიღებს თუ არა ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ დამატებითი ზომებს- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ საკითხზე მსჯელობას მიმდინარეობს. მეთიუ მილერი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების გადახედვის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის იმედი არ აქვთ. მათი თქმით, რუსეთი სწორედ მმართველი პარტიის საშუალებით ცდილობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პერსპექტივა გააქროს.