2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გაყალბებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ გამოკითხვაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაბარება დაიწყო. დაბარებულებს შორის არიან კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი წევრი ზურაბ ჯაფარიძე და პოლიტიკური გაერთიანება ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე. ორივე მათგანი გამოკითხვაზე მისვლას მხოლოდ მაგისტრატ მოსამართლესთან გეგმავს. მამუკა ხაზარაძე და ზურაბ ჯაფარიძე საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებას კი არ აპირებენ.