ოპოზიციური ძალების მიერ შეცვლილი საპროტესტო აქციის ლოკაცია და ახალი არჩევნების ჩატარების უცვლელი მოთხოვნა - ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან სამი კოალიციური ძალა - ძლიერი საქართველო, ცვლილებისთვის და ერთობა ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს. პოლიტიკურმა ძალებმა სპორტის სასახლესთან შეკრების ნაცვლად სააპელაციო სასამართლოსთან მისვლა მხარდამჭერებს მას შემდეგ სთხოვეს, რაც თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გააუქმა და ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურტა. ოპოზიციის თქმით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას მიერ გამოტანილ გამბედავ გადაწყვეტილებას დაცვა სჭირდება.