რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს რეგიონალური-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ფედოროვის განცხადებით, რუსებმა ზაპოროჟიეში ინფრასტრუქტურულ ობიექტს დაარტყეს.
უკრაინული მედია წერს, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით, რუსეთი, სავარაუდოდ, ზაპოროჟიეს მიმართულებით შეტევითი მოქმედებებისთვის ემზადება.