„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების განხილვა ხვალ, 6 ნოემბერს ჩაინიშნა. სხდომა თბილისის სააპელაციო სასამართლოში 14:00 საათზე ჩატარდება.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ქურდოვანიძე წერს, საია-ს საარჩევნო ყველა დავა ერთ საქმედ გაერთიანდა.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე. ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს - დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას“, - წერს ქურდოვანიძე.