როგორც გაირკვა საქართველოში ყველაზე მეტი, ჯამურად რუსეთიდან შემოსულმა მოგზაურებმა დახარჯეს. მოსალოდნელიც იყო, რადგან ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა საქართველოში სწორედ ამ ქვეყნიდან შემოვიდა. მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, საქართველომ ტურიზმიდან 3 მილიარდ 461 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. აქედან, ყველაზე მეტი მილიარდ 563 მილიონი დოლარი მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში შემოვიდა, საიდანაც 295 მლნ დოლარი რუსეთიდან შემოსულ მოგზაურებზე მოდის. დაახლოებით 210 მლნ დოლარის შემოსავალი საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული მოგზაურებისგან მიიღო; ხოლო 191 მლნ დოლარი თურქეთიდან შემოსულმა მოგზაურებმა დახარჯეს.