რა გაძვირდა და რა გაიფდა ყველაზე მეტად გასულ თვეში? პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ოქტომბერში ფასები წლიურად 0.3%-ით გაძვირდა. სხვათა შორის ასევე 0,3% იყო ინფლაცია სექტემბრთან შედარებით. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, ამ წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 1.2%-ით განისაზღვრა. საქსტატის მონაცემებით, ყველაზე მეტად გასული თვის განმავლობაში გაძვირდა ნიორი, კივი და ლიმონი. ხოლო ყველაზე მეტად გაიფდა კავშირგაბმულობის ჯგუფში შემავალი პროდუქტი და მომსახურება, ასევე ფასები შემცირდა ავეჯსა და საოჯახო ნივთებზე, მინუსური ინფლაცია დაითვალა საქსტატმა ასევე საცხოვრებლის, წყლის, აირისა და ელექტროენერგიის ჯგუფში.