სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7.4%-ით გაიზარდა და 682 738 ადამიანი შეადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, აქედან 454 165 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 228 783 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ და ხელფასთან ერთად შემწეობასაც მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში შემწეობას 635 769 ადამიანი იღებდა, აქედან 200 191 დასაქმების პროგრამაში იყო ჩართული. ცნობისათვის, საქართველოში სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევრიდან მოქმედებს. როგორც აღმოჩნდა, სოციალური შემწეობის მიმღევი ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში ცხოვრობს, შემდეგ ადგილზეა ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და აჭარა.