საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მცრიდება, თუმცა კვლავ მაღალია განთავსებისა და კვების მომსახურების სექტორში. საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში არაფორმალური/დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი კლების ტენდენციით ხასიათდება. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ე.წ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მშპ-ში 12.7%-ს შეადგენდა, რაც 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასულ წელს ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა 80.2 მილიარდ ლარს შეადგენდა. გამოდის, რომ არაფორმალური ეკონომიკაზე აქედან დაახლოებით 10.18 მილიარდი ლარი მოდიოდა. აქ იგულისხმება ყველა ის არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა, რაც დაბეგვრადი ეკონომიკის ჩრდილშია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში არაფორმალური ეკონომიკის წილმა მშპ-ში 11.1%, ხოლო მეორე კვარტალში 13.8% შეადგინა. როგორც უკვე გთხარით, საინტერესოა ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი განსაკუთრებით მაღალია განთავსებისა და კვების მომსახურების სექტორში და 48.5%-ს შეადგენდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი პროფესიულ, სამეცნიერო და ტქენიკურ საქმიანობაშია.