უნდა ველოდოთ თუ არა ოფიციალური ვაშინგტონისგან საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ დამატებითი ზომების მიღებას - Palitra News

უნდა ველოდოთ თუ არა ოფიციალური ვაშინგტონისგან საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ დამატებითი ზომების მიღებას

2024-11-05 12:23:16+04:00

უნდა ველოდოთ თუ არა ოფიციალური ვაშინგტონისგან საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ დამატებითი ზომების მიღებას - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ საკითხზე მსჯელობას განაგრძობენ. მეთიუ მილერი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების გადახედვის გადაწყვეტილებაზეც საუბრობს. ქართველ ექსპერტებს ქართული ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ურთიერთობის გადატვირთვის იმედი არ აქვთ. მათი თქმით, რუსეთი სწორედ მმართველი პარტიის საშუალებით ცდილობს საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პერსპექტივა გააქროს.