საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს - რა არგუმენტები აქვთ მხარეებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად - Palitra News

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს - რა არგუმენტები აქვთ მხარეებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად

2024-11-05 12:17:54+04:00

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 30 უბნის საარჩევნო შედეგები გაუქმდა. მმართლმსაჯულების განმახორციელებელმა ორგანომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი აღმოჩნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის. ცესკო აღნიშნული გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებას აპირებს. რა არგუმენტები აქვთ მხარეებს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად.