ოპოზიციურმა პარტიებმა დღევანდელი საპროტესტო აქციის ლოკაცია შეცვლეს. კოალიციური ძალები საკუთარ მხარდამჭერებს სპორტის სასახლესთან შეკრების ნაცვლად 15:00 საათზე სააპელაციო სასამართლოს ეზოში შეკრებისკენ მოუწოდებენ. შეცვლილი დეტალების შესახებ ინფორმაცია კოალიციურმა ძალებმა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში საკონსულტაციო შეხვედრის დასრულების შემდეგ გაავრცელეს. ლოკაციისგან განსხვავებით უცვლელია ოპოზიციური ძალების მოთხოვნა - ქართული ოცნების კონკურენტები ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. რატომ შეცვლეს ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაანონსებული შეკრების ადგილი და როგორია ხელისუფლების ოპონენტების დღის სამოქმედო გეგმა?