1. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მზად არის, ღაზაში მძევლების გამტაცებლებს თითოეული მძევლის გათავისუფლებისთვის რამდენიმე მილიონი დოლარი შესთავაზოს. მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ასევე მზადაა, უზრუნველყოს უსაფრთხო გასვლა ღაზიდან იმ გამტაცებლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომლებიც გაათავისუფლებენ მძევლებს. ანონიმური წყაროს ცნობით, ნეთანიაჰუმ ამ მიმართულებით ინსტრუქციები დღევანდელ საკონსულტაციო შეხვედრაზე გასცა.