აშშ-ში დღეს რიგით მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 33 სენატორს, 435 კონგრესმენს, 11 შტატისა და ორი ტერიტორიის გუბერნატორებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს აირჩევენ. თეთრი სახლისთვის ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 538 ხმიდან სულ მცირე 270 ხმა უნდა მიიღოს. თბილისის დროით 15:00 საათზე საარჩევნო უბნები მენის, ნიუ-იორკისა და ვირჯინიის შტატებში გაიხსნება, ხოლო 16:00 საათზე აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილის სხვა შტატებში. აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხმის მიცემის პროცედურა ადგილობრივი დროით 19:00 საათზე, შესაბამისად თბილისის დროით 4 ნოემბრის დილის 04:00 საათზე დასრულდება. 81 მილიონზე მეტმა ამერიკელმა 5 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა უკვე წინასწარ მისცა.