აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კიდევ ერთხელ ეხმიანება. როგოც მეთიუ მილერი ამბობს, აშშ-ი ქართველი ხალხის გვერდით დგას, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში ოფიციალურმა ვაშინგტონმა შესაძლოა დამატებითი ზომები გამოიყენოს. მეთიუ მილერმა ისაუბრა საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების გადახედვის გადაწყვეტილებაზეც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ შესაძლოა დამატებითი სანქციების მიღების შესახებ განცხადება არ გააკეთოს.